გურჯაანელი სპორტსმენი პროფესიონალ მოკრივეთა ქამრის მფლობელია
ექსპერტი სპორტის საკითხებში გელა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ გურჯაანის კრივის ისტორიაში, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სპორტსმენმა გიორგი მჭედლიშვილმა ოქროს მედალი სპორტის სასახლეში მოიპოვა. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი იყო თამაზ ლაზაშვილი.
,,5 თებერვალს 10 წელი სრულდება გურჯაანის კრივის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენის გიორგი მჭედლიშვილის საიუბილეო, ორმოცდამეათე გამარჯვებიდან, რომელიც მან სპორტის სასახლეში მოიპოვა. მომავალმა ჩემპიონმა ყველა მეტოქე დაჯაბნა და მშობლიურ გურჯაანს მორიგი ოქროს მედალი მოუტანა. აღნუშნულ ტურნირს კრივის უამრავი სპეციალისტი ესწრებოდა, რომლებიც აღტაცებას ვერ მალავდნენ ჩვენი სპოტსმენის უზადო გამოსვლის გამო და ერთხმად მიუთითებდნენ გურჯაანელი მოკრივის აშკარა პროგრესზე. ამ წარმატებას კიდევ რამდენიმე დასამახსოვრებელი გამარჯვება მოჰყვა, რომელთაგან აღსანიშნავია საქართველოს ჩემპიონობა პროფესიონალ მიკრივეთა შორის და მრავალი სხვა. გიორგი მჭედლიშვილი დღემდე ერთადერთი კახელი სპოტსმენია, ვინც მსოფლიო ქამრის მოსაპოვებლად, ფინალური ბრძოლაც იჩხუბა, თუმცა გაუსაძლისი აფრიკული სიცხის გამო ქულებით დამარცხდა და ამის მიუხედავად, მან დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც პროგრესულმა მოკრივემ და ოქროს ასოებით შევიდა ქართული სპორტის ისტორიაში. დღეისათვის იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმაღლებს ოსტატობას და იმედია სასიკეთოდ წაადგება, კრივის მეხად ქცეულ ქვეყანაში გამოცდილების მიღება, რომელიც მას მომავალი წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ასე რომ გურჯაანელი გულშემატკივრები ახალ-ახალი გამარჯვებების მოლოდინში არიან.,” – აცხადებს Knews.ge-სთან გელა მეგრელიშვილი.