თელავში პრობაციონერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო კახეთის პრობაციის ბიუროს აღრიცხვაზე მყოფი პირობითი მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, თექასა და თიხაზე შესრულებული ნამუშევრები.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ დაათვალიეროს და შეაფასოს პრობაციონერების ხელით შექმნილი ნივთები. ეს მათ საშუალებას აძლევს კვლავ დიდი ენთუზიაზმით გააგრძელონ თავიანთი საქმის კაეთება და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება არასრულწლოვანი მსჯავრდებულების ჩართვას ასეთ აქტივობებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი რესოციალიზაციისათვის, რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის“, – განუცხადა knews.ge-ს კახეთის პრობაციის ბიუროს ოფიცერმა ირინა ფიცხელაურმა.
კახეთის პრობაციის ბიურო რეგიონის ყველა ქალაქში გეგმავს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას, რომლის მიზანს წარმოადგენს პირობით მსჯავრდებულების რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია.