შსს-მ სიღნაღში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გურამ მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ორი აბი “სუბოქსინი”, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,016 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით გიორგი ხ-ს სისხლში ბუპრენორფინის კვალი აღმოაჩინა.
გიორგი მღებრიშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობით.