ახალი ამბები

ინდოელების მიერ ქართული მიწის შესყიდვის აკრძალვის მოთხოვნით, ხელმოწერები გროვდება

როგორც სააგენტო regnews.ge ავრცელებს ინფორმაციას, აღნიშნული ინიციატივის ადრესატი სოფლის მეურნეობის სამინისტროა და შესაბამისი განცხადება 31 იანვარს საიტზე ლევან სამადაშვილმა გამოაქვეყნა:
პეტიციას ხელს 200-მდე ადამიანი აწერს.
“ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში ელვისებური სისწრაფიდ ჩამოდიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ძალიან მარტივად, ყოველგვარი რეგულაციების გარეშე ხდებიან საქართველოს მოქალაქეები და ჰექტრობით, კაპიკებში ყიდულობენ ქართულ, სასოფლო-სამეურნეო მიწებს. ისტორიას თუ გადავხედავთ, იყო პერიოდები, როდესაც ქართველები ჰყიდდნენ ადამიანებს, მაგრამ არასოდეს მიწას! ქართველი ქართულ მიწას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავდა. მიწა, ისევე როგორც ენა და სარწმუნოება ქვეყნის ხელშეუხებელი ფასეულობაა.
ყველას გთხოვთ,დაუჭირეთ მხარი ამ პეტიციას და თქვენი აზრი დააფიქსირეთ ამ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მალე ქართველს ცალ ფეხზე დასადგომი მიწის ნაჭერიც აღარ დარჩება თავის სამშობლოში. თითოეული ქართველის ვალია რაღაც ფორმით გამოხატოს პროტესტი მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით. რა შეგვიძლია გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა ცალ-ცალკე და ყველამ ერთად!”, – აღნიშნულია განცხადებაში.