ახალი ამბები

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

 მინისტრის მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სამართლდამცველების სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მიიღო. 
,,ახალი ავტომანქანები რთული რელიეფის მქონე ადგილებში, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში, პოლიციელებს გადაადგილებას გაუადვილებს, მათ ოპერატიულ მუშაობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას”, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.