ახალი ამბები

,,კახეთში ექსტენციის ცენტრები უნდა გაძლიერდეს”

სოფლის მეურნეობის სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის შალვა კერესელიძის ინფორმაციით, ამ კუთხით წელს მნიშველოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.
,,წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში ექსტენციის ცენტრების გაძლიერების კუთხით გასატარებელია რიგი ღონისძიებები და ვაპირებთ, გადავდგათ მნიშნელოვანი ნაბიჯები ამ კუთხით”, – განუცხადა Knews.ge-ს კერესელიძემ.
USAID-ის პროექტის -,,ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურეობის გაძლიერება“ (SEAS) კოორდინატორის ბენ მიულერის განცხადებით, აუცილებელია ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურეობის გაძლიერება და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებთან თანამშრომლობა.
შეგახსნებთ, რომ ,,ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურეობის გაძლიერება“ (SEAS) მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას, დაეხმაროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის სისტემის მართვის სტრუქტურისა და პროცედურების შემუშავებასა და განხორციელებაში, გააუმჯობესოს რაიონში დაფუძნებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლების ცოდნა. 
(SEAS)-ის პროექტი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების გადამზადებასაც და მათთვის აღნიშნულ სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას.