ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯანმრთელობის საქველმოქმედო აქცია გაიმართება

6 და 7 თებერვალს იყალთოსა და წინანდალში ,,გარდაბნის ჯანმრთელობის კაბინეტის” თანამშრომლები თელავის თემის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ. ,,საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ჩატარდება მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის, ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევა, აგრეთვე სისხლში შაქარის შემცველობის დადგენა. უფასო სამედიცინო გამოკვლევები დილის 09:00 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება”, – განაცხადეს ,,გარდაბნის ჯანმრთელობის კაბინეტში”.
ჯანმრთელობის საქველმოქმედო აქცია თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და საქართველოს ,,წითელი ჯვრის საზოგადოების“ მხარდაჭერით ტარდება.