ახალი ამბები

ახმეტაში 15 წლის გოგონა დაიჭრა

უბედური შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. გამგებლის წარმომადგენელმა მატნის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით მამუკელაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, რომ მეზობელს თოფი შემთხვევით გაუვარდა. მამუკელაშვილი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობას გამორიცხავს. 
„თვითმხილველებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ მეზობელს სანადირი თოფი შემთხვევით გაუვრდა და გოგონა დაიჭრა. ვიცი, რომ ოჯახებს აქვთ ახლო ურთიერთობა და გამორიცხულია, რომ იმ ადამიანს მოზარდისათვის განზრახ ესროლა“, – განუცხადა knews.ge-ს დავით მამუკელაშვილმა. 
სხეულის მრავლობითი მძიმე დაზიანებებით მოზარდი გადაიყვანეს ახმეტის რაიონულ ჰოსპიტალში, სადაც მას 4 საათის განმავლობაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტრადა. 15 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 
„გოგონას აქვს დაზიანებული აქვს საშვილოსნო, სწორი ნაწლავი და მუცლის ღრუს სხვა ორგანოები. ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდა გოგონას დასახმარებლად ექიმთა ჯგუფი იყო მობილიზებული. ამჟამად მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია“, – განუცხადა knews.ge-ს სამედიცინო კორპორაცია ევექსის კახეთის რეგიონულმა კოორდინატორმა ზაზა კოპლატაძემ. 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულში ეჭვმიტანილი ცხელ კვლაზე დააკავა. გიორგი მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.