ახალი ამბები

უცხოეთში მყოფ ქართველებს შესაძლოა პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავდეთ

 შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ პარლამენტს უკვე მიმართა. „გირჩში“ knews.ge-ს განუცხადეს, რომ ემიგრანტების წარმომადგენელი დაიცავს უცხოეთში მყოფი ქართველების უფლებებს და მათი ინტერესების ადვოკატირებას მოახდენს. 
„ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ ისინი მონაწილეობენ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ეკონომიკურად და ემოციურადაც, რადგან მათ აინტერესებთ თავიანთ სამშობლოში მიმდინარე პროცესები. ხშირ შემთხვევაში ისინი არიან ძალიან აქტიურები, გამოთქვამენ ინიციატივებს და ა.შ. ამ პროცესებში მათ აქვთ პრობლემები. ჩვენი მოსაზრებით, ეს ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ პარლამენტში ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენელი, რომელიც მათ ინტერესებს გაახმოვანებს და ადვოკატირებას მოახდენს. ვიმედოვნებთ, რომ ამ ინიციატივას პარლამენტი მხარს დაუჭერს და ჩვენს თანამოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, 2016 წლის აირჩევნებზე აირჩიონ თავიანთი წარმომადგენელი“, – განუცხადა knews.ge-ს ახალი პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მოსიაშვილმა. 
აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე უმაღლესი საკანონმდელო ორგანო უახლოეს მომავალში იმსჯელებს.