ახალი ამბები

სოფელ ნაფარეულში ბაგა-ბაღი თებერვალში გაიხსნება

სკოლამდელი განათლების დაწესებულების გახსნა თებერვალში იგეგმება. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაების გაერთიანების დირექტორის გიორგი კოჭლოშვილის განცხადებით, ნაფარეულში აღსაზრდელებს ხელისუფლება შეუქმნის იმ პირობებს, რაც საჭიროა ბავშვის განვითარებისათვის. 
” ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში წლების განმავლობაში ბაღი არ ფუნქციონირებდა და შენობა მითვისებული ჰქონდა კერძო პიროვნებას. ამ დროისთვის ბაგა-ბაღს ჩაუტარდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია, სამომავლოდ ეტაპობრივად ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. აღსანიშნავია, რომ ნაფარეულში გვყავს 100 სკოლამდელი ასაკის ბავშვი,რომლებსაც აუცილებლად შევუქმნით იმ პირობებს, რაც საჭიროა ბავშის აღზრდა-განვითარებისათვის”, – განაცხადა გიორგი კოჭლოშვილმა.