ლაგოდეხში “სოციალური მაცივარი” განთავსდა
,,პროექტი ემსახურება სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი ადამიანი, საკუთარი კეთილი ნების გამოვლინებით მოვა და მაცივარში დატოვებს პროდუქტს, ტკბილეულს, ხილს, სასმელს, საყოფაცხოვრებო ნივთს თუ მზა საჭმელს. შემოწირულობებს სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადავცემთ. გთხოვთ, ყველამ მიიღოთ მონაწილეობა და დავეხმაროთ ერთმანეთს’’,- განუცხადა knews.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის მასმედიასთან ურთიერთობის სპეციალისტმა დავით ჭაბაშვილმა.
,,სოციალური მაცივარი” ლაგოდეხში ქიზიყის ქუჩა #29-ში, ფინკა ბანკის გვერდით, განთავსდა.



