ახალი ამბები

პრეზიდენტი პანკისის ხეობის მოსახლეობას – გულმა თქვენსკენ გამომიწია

 გიორგი მარგველაშვილის განცხაებით, ეთნიკური განსაკუთრებულობა, რაც პანკისის ხეობაშია, უნდა გახდეს ერთიანი ქართული კულტურის შემადგენელი კიდევ უფრო აქტიური ნაწილი.
“მარტო ჩემს საუბარს ალბათ ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მე მაინტერესებს ადგილობრივების შეხედულებები, იმაზე, რანაირად გავხადოთ ჩვენი ეს ულამაზესი ხეობა კიდევ უფრო მიმზიდველი და უფრო სასიამოვნო”, – განაცხადა პრეზიდენტმა. 
მარგველაშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ევროკავშირის და ამერიკის ელჩებთან – იან კელისთან და იანოშ ჰერმანთან ერთად ჩავიდა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს პირადად გაეცნო. ადგილობრივებმა პრეზიდენტთან და ელჩებთან ხეობაში არსებულ სოციალურ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. მათ ძირითად დასაქმების, მოქალაქეობის მინისჭებისა და გაზიფიკაციის პრობლემები დაასახელეს და პრეზიდენტს დახმარება სთხოვეს. 
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, ხეობის გაზიფიცირებისთვის ხელისუფლება თანხების მოძიებას მომავალ წლიდან დაიწყებს.