ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი – პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ძალიან გარკვევით გასცეს პასუხი ბრალდებებს, ტერორისტულ ბაზების არსებობის შესახებ და აშშ, ცხადია, საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს ტეროტრიზმთან ბრძოლაში. 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ პანკისის ხეობას “ისლამური სახელმწიფო” წვრთნებისთვის იყენებს. 
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან – იან კელისთან და იანოშ ჰერმანთან ერთად პანკისის ხეობას ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა სოფელ დუისში მცხოვრები თამარ თურქოშვილი წიგნის ფონდის გადარჩენისა და ახალგაზრდა თაობის განათლების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა და მოქალაქეობრივი ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა.