ახალი ამბები

პრეზიდენტმა დუისში მცხოვრები თამარ თურქოშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სოფელ დუისში მცხოვრები თამარ თურქოშვილი წიგნის ფონდის გადარჩენისა და ახალგაზრდა თაობის განათლების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა და მოქალაქეობრივი ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა. 9 წელია, რაც 56 წლის თამარ თურქოშვილი სოფელ ომალოს ავარიულ ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ უვლის.