ახალი ამბები

თელავის გამგეობა საახალწლო პრემიებზე 60 ათას ლარს დახარჯავს

მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის ინფორმაციით, წელს უწყება პრემიებზე 60 ათას ლარამდე თანხის დახარჯვას გეგმავს.
,,წელს ორჯერ გავეცით პრემია, ერთხელ 100%-იანი, ხოლო მეორედ 50 %. ახლა ვგეგმავთ იმ დარჩენილი 50%-იანი პრემიის ათვისებას როგორც გამგეობის, ასევე საკრებულოს თანამშრომლებზე,”– განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.