თელავში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
შემთხვევა ქალაქის გასასვლელში, გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. Knews.ge-ს ინფორმაციით, ავტომანქანას გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილს მართავდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გარდაცვლილი მერაბ ბაღათრიშვილი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.