ბრიუსელი 10 : 0 მოსკოვი
- სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა (ქალებში): რუსეთში 71 წელია, ევროკავშირში კი 83. თუ თვლით, რომ სიცოცხლის 12 წელი არაფერს ნიშნავს, შეგიძლიათ ევრაზიულ კავშირში შესვლაზე იფიქროთ, რადგან იქ სიცოცხლის ხანგრძლივობა ჯერ კიდევ მხოლოდ სტატისტიკაა.
- მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე რუსეთში 14,037 აშშ დოლარია, ევროკავშირში კი 32,676. თუ მიგაჩნიათ, რომ 18,639 დოლარით გაღარიბება გირჩევნიათ, დარეკეთ საბაჟო კავშირის სამდივნოში;
- რუსეთში ორჯერ მეტია ბავშვთა და მოზარდთა სიკვდილიანობა, ვიდრე ევროკავშირში;
- ჯანდაცვის დანახარჯები რუსეთში წელიწადში 806 აშშ დოლარია ერთ სულ მოსახლეზე, ევროკავშირში კი ოთხჯერ მეტი. ეს მაშინ, როდესაც რუსეთში 143,600,000 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ევროკავშირში – 503.000.000.
- სასოფლო-სამეურნეო მიწის საშუალო მოსავლიანობა რუსეთში 7,4 პროცენტია, ევროკავშირში კი 25.6. თუ ფიქრობთ იმდენი მიწა გვაქვს რომ 7,4%-იც გვეყოფა, მაშინ შეგვიძლია ოკუპაციაზე ნაკლებად ვიდარდოთ;
- მსოფლიოს ყველაზე სტაბილური რეგიონი ევროკავშირია, ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური კი საბაჟო კავშირის ზონა. თუ ფიქრობთ რომ ცხოვრება უაზროა თავგადასავლების გარეშე, იცხოვრეთ მახაჩკალაში;
- ევროკავშირის ექსპორტში მაღალი ტექნოლოგიების წილი 15,5%; რუსეთის კი 8%. თუ ეს განსხვავება თქვენთვის მცირეა, იცოდეთ, რომ ამ ექსპორტში იარაღიც შედის და Nokia-ც;
- რუსეთში 12.2 მეტრული ტონა CO2 გამონაბოლქვი მოდის ერთ ადამიანზე; ევროკავშირში ორჯერ ნაკლები. თუ ფიქრობთ რომ ეს არაფერს ნიშნავს, მოძებნეთ სტატისტიკა სიმსივნური დაავადებების შესახებ;
- მოგზაურობა კარგია. რუსეთიდან წელიწადში საზღვარგარეთ 636,000 რეისი მიფრინავს. ამაში ითვლება რეისები მოსკოვი-მინსკი და მოსკოვი-ასტანა. ევროკავშირიდან კი წელიწადში 5,453,000 საერთაშორისო ფრენაა და ამაში არ ითვლება რეისები ლონდონი-პარიზი და ბარსელონა-რომი;
- ევროკავშირში ეს პრობლემა აღარ არსებობს, მაგრამ რუსეთის ქალაქების მოსახლეობის 26%-ს არ აქვს კანალიზაცია. ისინი პირდაპირი გაგებით… (კანალიზაციის გარეშე) ცხოვრობენ. თუ თვლით, რომ ეს მნიშვნელოვანი არაა, ღრმად ჩაისუნთქეთ და ხმა მიეცით რუსეთთან ღრმა და ყოვლისმომცველ ინტეგრაციას.
წყარო:levantsutskiridze.com