ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტში ახალი კვლევითი პროექტი განხორციელდება

პროექტის ბენეფიციარები არიან: შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის ფარგლებში, 17 დეკემბერს, 12 საათზე, თელავის სახელმწიფო უნივერიტეტში თესაუს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. 
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგვასი პროექტი ხორციელდება ჩვენს უნივერსიტეტში. ეს, რა თქმა უნდა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში აგრარულ მეცნიერების მიმართულებაზე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერებას”, – განუცხადა knews.ge-ს თესაუს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მანანა კევლიშვილმა. 
პროექტს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), თანამონაწილე პარტნიორებთან: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და ევროკავშირთან ერთად ახორციელებს.