ახალი ამბები

ქალაქ თელავის ორ გზაჯვარედინზე შუქნიშნები გათავსდა

კავკასიონისა და ალაზნის გამზირის, დავით აღმაშენებლისა და ვარდოშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მოძრაობა ამიერიდან შუქნიშნებით დარეგულირდება. სამუშაოები საქართველოს რეგიონების განვითარებისა და ინრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით განხორციელდა.
„აღნიშნულ გზაჯვარედინებზე რეგულაციის არ არსებობის გამო გამო წლების განმავლობაში ქვეითად მოსიარულეს გადაადგილებისას, გარკვეული დისკომფორტი ექმნებოდა, რაც ამ ეტაპზე სრულიად მოხსნილია. მნიშვნელოვანია, რომ შუქნიშნებით მოძრაობის რეგულირება ქალაქის სხვა ცენტრალურ გზაჯვარედინებზეც იგეგმება“, – განუცხადა knews.ge-ს თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ.