ახალი ამბები

ბაკურციხე-ლაგოდეხის მაგისტრალზე სპეცოპერაცია ჩატარდა

შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება თბილისში, ლაგოდეხიდან გადაჰქონდა. 
უწყებაში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 20,3780 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 0,1881 გრ ჰეროინს და 1,1913 გრ კოდეინს შეიცავს. 
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები სიმისტან ი. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრზე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს,”– აცხადებენ შსს-ში.