თელავის თემის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 90 ვაკანსია გამოაცხადა
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია 24 დეკემბრამდე ვებ-გვერდზე www.hr.ge. უნდა გაიარონ. კონკურსი 21 ბაღის გამგის და 69 აღმზრდელის პოზიციაზეა გამოცხადებული.
,,გამგის პოზიციაზე სავალდებულო მოთხოვნაა უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წლის, ასაკი 22-65- მდე. გამგემ უნდა უხელმძღვანელოს და პასუხი აგოს ბაღის ფუნქციონირებაზე, აკონტროლოს საშტატო განრიგის მიხედვით დანიშნულ თანამშრომელთა უფლება მოვალეობები, შეადგინოს საბავშვო ბაღის მუშაობის წლიური გეგმა და უზრუნველყოს მისი შესრულება. გარდა ამისა მისი მოვალეობაა, აწარმოოს ბავშვების ჩარიცხვა, გადანაწილება, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში გადაყვანა, შექმნას აუცილებელი პირობა ბავშვის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების უზრუნელსაყოფად და სხვა. რაც შეეხებათ აღმზრდელებს, მათ პოზიციაზე სავალდებულო მოთხოვნაა უმაღლესი განათლება ან შესაბამისი კვალიფიკაცია, ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება, ასაკი 22-65-მდე. აღმზრდელის მოვალეობაა პასუხი აგოს თავისი ჯგუფის თვითოეული ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე, იმუშავოს მშობლებთან ბავშვების აღზრდის საკითხებზე, ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელთათვის სასურველი გარემო პირობების შექმნას და სხვა,”– განაცხადეს Knews.ge-სთან გამგეობაში.