სოფელ ჯოყოლოში გამწვანების აქცია გაიმართა
აქცია ჩატარდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით. მოსწავლეებმა არყის ხისა და ნაძვის სახეობის 1000-მდე ნერგი დარგეს. გიგლა აგულაშვილის უწყებამ ნაძვის, არყის ხისა და ფიჭვის სახეობის 12 000-მდე ნერგი ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობას საჩუქრად გადასცა. გამწვანების აქცია გარემოს დაცვის მინისტრი და მისი მოადგილე ესწრებოდნენ.
,,გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, პანკისის ხეობაში, ახლო მომავალში სასკოლო სანერგეც შეიქმნება. სკოლის მოსწავლეებს თავად ექნებათ საშუალება, იზრუნონ ნარგავების მოვლა-პატრონობაზე,”– განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
სამინისტროს ინიციატივით, ნერგები საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლებსაც დაურიგდებათ და გამწვანების აქციებს სამინისტრო მომავალი წლის გაზაფხულზე განაახლებს.