ახალი ამბები

,,კახეთის ხმა” კიდევ ერთი კონკურსის გამარჯვებული გახდა

კონკურსის გამარჯვებულებად, ასევე, დასახელდნენ “გურია ნიუსის” ჟურნალისტი ჟანა მეგრელიშვილი და გაზეთ “21-ს ქვევით” ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე, გაზეთ “დიდგორელების” ჟურნალისტი ნინო ბექაური და გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” ჟურნალისტი ნინო კაპანაძე.
რეგიონიული მედიის ასოციაციის პროექტის დირექტორის, ნატო გუბელაძის განცხადებით, ჟურნალისტების გარდა, კონკურსის ფარგლებში პროექტის მონაწილე ახალგაზრდებიდან საუკეთესო ესეს ავტორი, ბათუმში მცხოვრები ანა დოლიძე დაჯილდოვდა.
,,ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ჩვენი გამოცემებისთვის, ასევე ჟურნალისტებისთვის და ახალგაზრდებისთვის. მისი მიზანი საარჩევნო ცოდნის ამაღლება იყო და ვფიქრობ, წარმატებულად გავართვით თავი,”- განუცხადა Knews.ge-ს ნატო გუბელაძემ.
შეხვედრაზე, ასევე, პროექტის შედეგებზე ისაუბრეს. ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მამულაშვილმა 2015 წლის პროექტები შეაჯამა და მისი განხორციელებით მიღებულ შედეგებზე ისაუბრა. პროექტს რეგიონული მედიის ასოციაცია ახორციელებდა და მასში ჩართული იყო სხვადასხვა მედიასაშუალება. პროექტის ფარგლებში გამოიცა ოთხი საგაზეთო ჩანართი და საარჩევნო გზამკვლევი.
“გვქონდა შეხვედრები 8 რეგიონში ახალგაზრდებთან, რომლებსაც ჩაუტარდათ სარჩევნო საკითხებზე სემინარები. ასევე იმართებოდა იმიტირებული საარჩევნო პროცესები. ვთვლით, რომ ყველა დასახული მიზანს, რაც ჩვენ გვქონდა პროექტში, წარმატებულად გავართვით თავი,”– განაცხადა ნატო გუბელაძემ.

ნატალია ცისკარაშვილი, გაზეთი ,,კახეთის ხმა”