ევროინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერება კვლავ დაბალია
მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მორიგი შეხვედრა, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართა. შეხვედრების მიზანია, ევროინტეგრაციის თაობაზე მედიის მეშვეობით გავრცელებული მითებისა და მცდარი ფაქტების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პრიორიტეტულ საკითხებზე საჯარო დისკუსიების ინიცირება.
,,საინტერესო შეხვედრები გვაქვს საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და ევროინტეგრაციის საკითხბზე. საზოგადოებას აინტერესებს ეს თემა. ვფიქრობ, ევროინტეგრაციის სამინიტრომ უნდა გადახედოს კომუკაციის სტრატეგიას, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს რიგ საკითხებთან მიმართებაში,“ – განუცხადა knews.ge-ს მედიის განვითარების ფონდის დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა.
ღონისძიება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში ხორციელდება.
საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზოგადოების დამოკიდებულება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ განსხვავდება. მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში ქვეყანა ყველა მიმართულებით სარგებელს ნახავს. მოქალაქეების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ორგანიზაცია ეცდება, ქართულ კულტურას და ტრადიციებს საფრთხე შეუქმნას.