ახალი ამბები

გურჯაანში საზოგადოებრივი საპირფარეშო აშენდება

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში knews.ge-ს განუცხადეს, რომ ქალაქში საპირფარეშოს მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება და 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება. იგი, სავარაუდოდ, ფასიანი იქნება. სამშენებლო სამუშაოებს შპს გურჯაანის ავტოსადგური განახორციელებს. 
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 20 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით, 29 კვადრატული მეტრი ფართი გადასცა შ.პ.ს გურჯაანის ავტოსადგურს. სადაც აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშო. ტუალეტი, სავარაუდოდ, ფასიანი იქნება. ამ საკითხს ბიზნესმენი გადაწყვეტს. მოეწყობა როგორც ქალთა, ის მამაკაცთა განყოფილება. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ეს გურჯაანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია“, – განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარმა არქიტექტორმა ლალი ხაჩიშვილმა.