„კახეთის ხმა“ ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის გამარჯვებული გახდა
სახელმწიფო მინისტრმა და საქართველოში ნიდერლანების სამეფოს ელჩმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის განხორციელებულ პროექტში „საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის” გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვეს. საუკეთესო სტატიებისა და სიუჟეტების ავტორებს სერტიფიკატები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
აღმოსავლეთ საქართველოდან კონკურსის გამარჯვებული “კახეთის ხმის“ ჟურნალისტი ნატალია ცისკარაშვილი, ნინო სამნიაშვილი, “ტელეკომპანია გურჯაანი” და ნინო ბერიძე, “მე-9 არხი, ახალციხე” გახდნენ.
დაჯილდოებისას გაირკვა, რომ დასავლეთ საქართველოდან გამარჯვებულები გახდნენ: “გურია ნიუსის” ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე, “ქუთაისი პოსტის”ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი,და დმოუკიდებელი ჟურნალისტი სოფო ყანჩაველი.
შეხვედრას სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა ელენე გოცაძემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გახსნეს.
გამარჯვებულებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში ჰოლანდიის ელჩმა გადასცეს. თბილისში, სასტუმრო “რედისონში”, “ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” დირექტორმა ელენე გოცაძემ 2015 წლის ანგარიშიც წარადგინა.