ახალი ამბები

სოფელ ქისტაურში 21 წლის მამაკაცი მოკლეს

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდა, ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახში, საქეიფოდ იმყოფებოდა. ,,ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც, 30 წლამდე მამაკაცმა ილიას ნაჯახით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა”, – განაცხადეს მეზობლებმა.
knews.ge-ს ინფორმაციით, შსს-ს თანამშომლებმა უკვე დაკითხეს მოწმეები. პოლიციამ ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო. მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუზლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.