ახალი ამბები

სოფელ ვანთაში 21 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სოფელ ვანთაში გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი ნაპირელმა knews.ge-ს განუცხადა, რომ გარდაცვლილი გიორგი გერგეშელიძე ტყეში შეშის მოსატანად იყო წასული. მას, მოულოდნელად ხე დაეცა დ ადგილზევე გარდაიცვალა. 
,,გიორგი და ბიძამისი ტყეში შეშის მოსატანად ერთად დადიოდნენ, მაგრამ გუშინ გიორგი მარტო წავიდა. როდესაც დააგვიანდა სახლში დაბრუნება ბიძამ რამდენჯერმე იკითხა. ტელეფონზე დაურეკა, ზარი გადიოდა, მაგრამ არ პასუხობდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ტყეში თავად წასულიყო. როდესაც ის მივიდა, გიორგი უკვე გარდაცვლილი იყო. მას გულ-მკერდის არე აქვს დაზიანებული,” – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ნაპირელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.