კახეთში 19 სოფელს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ექნება
პროექტის პირველ ეტაპზე, საქართველოს 473 სოფელს ექნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. მათ შორის სიაში კახეთის 19 სოფელი მოხვდა. გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 2 სოფელი – დიდი ჩაილური და წყაროსთავი. გურჯაანში 3 – ჭალაუბანი, ძირკოკი და მუკუზანი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2 სოფელი – სვობოდნოე და გურგენიანი, დედოფლისწყაროში 4 – დედოფლისწყარო, გამარჯვება, ჯაფარიძე და წითელი წყარო. ყვარლის მუნიციპალიტეტში 3 – ენისელი, გრემი და სოფელი შილდა. სიღნაღში 4 – ზემო ბოდბე, ქვემო მაღარო, სინაღი, წნორი, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტში 2 – ახმეტა და ზემო ხოდაშენი.
ინტერნეტით სარგებლობა მოსახლეობას მომავალი წლიდან შეეძლება. პროექტის მიხედვით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება 2 მილიონამდე მოსახლისთვის. ასევე სკოლებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის მუნიციპალიტეტებისა და საავადმყოფოებისათვის.