ახალი ამბები

თელავში მკვლელობაში ბრალდებულის შვილმა თავი ჩამოიხრჩო

 ალექსი ნ მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსმა ხეზე ჩამოხრჩვალი იპოვა. ლევან ჩ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 
შეგახსენებთ, რომ წუხელ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მკვლელობა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, 64 წლის გიორგი ნ-მ თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით საიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1990 წელს დაბადებულ ბექა ჯველაურს. 
სამართალდამცველებმა გიორგი ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განზრახ მკვლელობის მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.