თელავში მოკლული ბექა ჯველაურის საქმეზე 64 წლის მამაკაცი დააკავეს
გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ნ-მ თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით საიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1990 წელს დაბადებულ ბექა ჯველაურს. შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს და კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.