მართვის მოწმობის აღების მსურველები პრაქტიკულ გამოცდას ქალაქის ქუჩებში ჩააბარებენ
“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანასაც ითვალისწინებს და ეს ჩვენი ქვეყნის ვალდებულებაა. ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. რამდენიმე ვარიანტი განიხილება. მე არ შემიძლია გითხრათ ზუსტი დრო, მაგრამ ვცდილობთ, რომ მართვის მოწმობის ტესტის ქალაქის პირობებში გადატანა რაც შეიძლება მალე განხორციელდეს”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.-
საჯარო სკოლებში კი დეგეგმილია საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების სწავლება.