2016 წელს თელავის თემის ბაგა-ბაღების დაფინანსება 400 ათასი ლარით გაიზრდება
ალექსანდრე შათირიშვილის უწყებაში აცხადებენ, რომაღნიშნული თანხა სოფლებში სააღმზრდელო დაწესებულებების მოწყობას, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებასა და არსებული პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
,,წელს ბაგა-ბაღებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მილიონ 100 ათასი ლარი დაიხარჯა, 2016 წელს კი ეს თანხა 400 000-ით გაიზრდება. ჩვენი მიზანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს სათანადო პირობები შექმნილი. გარდა ამისა, წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 600 000 ლარი ბაღებში სველი წერტილების პრობლემის მოგვარებას მოხმარდა, მოეწყო სამზარეულოები, რამდენიმე ბაღის სახურავი შეიცვალა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა გაიზარდა. ადრე გვყავდა 980 ბავშვი და წელს 1200 ბავშვი დარეგისტრირდა. მათი რიცხვის ზრდას მომავალ წელსაც ველოდებით”– განუცხადა knews.ge-ს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა მიხეილ შაშიაშვილმა.