თელავის თემის 2016 წლის ბიუჯეტი სავარაუდოდ 40%-ით გაიზრდება
გამგეობის საფინანსო- საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მიხეილ შაშიაშვილის განცხადებით, 2015 წელთან შედარებით მომავალი წლის ბიუჯეტი 35-40%-ით გაიზრდება.
,,ველოდებით გარდამავალ ნაშთს და ვფიქრობთ, რომ იანვრის თვიდან ბიუჯეტს, სავარაუდოდ, 400 ათასი ლარი კიდევ დაემატება. აღნიშნული თანხა სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდება. 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია თავდაცვა და უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია-ექსპლუატაცია, განათლება, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდების გააქტიურების და სპორტის განვითარების ხელშეწყობა. ასევ ჩვენი მთავარი პრიორიტია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. 2016-2019 წლების მუნიციპალიტეტის სტრატეგია კი მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას,”- განუცხადა Knews.ge-ს მიხეილ შაშიაშვილმა.