დედოფლისწყაროში ღონისძიება „არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები“ გაიმართება
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის, ღირსების პატივსაცემად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე საქართველოში რეგულარულად აღინიშნება, რაც მნიშვნელოვანია.
მათივე თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ დიდ პრობლემას წარმოადგენს შშმ პირთა უფლებების რეალიზაცია, საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ცნობიერება და ინფორმირებულობის ხარისხი.
,,საქართველოს უსინათლოთა კავშირი და პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ 3 დეკემბერთან დაკავშირებით აწყობს ღონისძიებას დედოფლის წყაროში რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება არსებული ბარიერის გადასალახად, რომელიც არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და საზოგადოების არამოწყვლად თემს შორის. ხშირ შემთხვევაში შესაძლებლობების შეზღუდვა გამომდინარეობს არა საკუთრივ მათი რესურსებიდან, არამედ გარემოსგან, რომელიც მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს. ამით ზარალდება არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი, არამედ მთლიანად საზოგადოება, რომელიც მათი სახით დიდ ადამიანურ რესურსს კარგავს,”- განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.