თელავის მუნიციპალიტეტის 8 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
კახეთის ენერგოდისტრიბუციაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი ,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ქვესადგურ ,,ნაფარეულში“ 35 კვ-იან ელექტროგადამცემი ხაზის 70-ე ანძის გადატანის სამუშაოებია. დღესვე, 18:30 დან 19:00 სთ-მდე, ელექტროენერგია შეუწყდება სოფლებს: გულგულას, ვარდისუბანს, რუისპირს, იყალთოს, ყარაჯალას, თეთრწყლებს, იმერლებს. სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სათაო ოფისს და ქ. თელავის ქუჩებს: ალაზნის გამზირს, კავკასიონის, ბათუმის, კირიონის, აღმაშენებლის (ნაწილს), ჩოლოყაშვილის ( ნაწილს) დავით-რექტორის ნაწილს, საკოლმეურნეო ბაზრის ქვემოთ მიმდებარე ტერიტორიას, პოლიციისა და უშიშროების სამხარეო სამმართელოებს.