საარჩევნო ცნობიერების ამაღლების საკითხზე თელავში ახალგაზრდებისთვის ტრეინინგები ჩატარდება
ორდღიანი ტრენინგი თელავის მედია კაფეში ჩატარდება. რეგიონული მედიის ასოციაციის იურისტი პაატა ცნობილაძე, მოწვეულ ტრენერთან – ქეთევან მამამთავრიშვილთან ერთად, ახალგაზრდებს საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელს, ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის გზებს (რა არის დემოკრატია, არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი), არჩევითი ორგანოების ფორმირებასა და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო კანონმდებლობას გააცნობს.
ტრენინგის პირველი დღე ასევე დაეთმობა წინასაარჩევო კამპანიას, პოლიტიკური პარტიებისა თუ სუბიექტების უფლებამოსილებას, საარჩევნო უბნის გახსნიდან დახურვამდე არსებული პროცედურების გაცნობას.
მეორე დღეს კი ტრენინგი იმიტირებული საარჩევნო პროცესით გაგრძელდება. ახალგაზრდები ონაწილეობას მიიღებენ არჩევნების იმიტაციაში და ყველა იმ პროცედურას შეასრულებენ, რაც საარჩევნო უბნის გახსნიდან მისი დახურვის პერიოდამდე გრძელდება.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. დაურიგდებათ საინფორმაციო მასალები და ასევე შესაძლებლობა ექნებათ, რომ ჩაერთონ ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში: საუკეთესო ესსე, საუკეთესო ფოტო, საუკეთესო სლოგანი.
ტრენინგი „რეგიონული მედიის ასოციაციის“ პროექტის – „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განვითარებისთვის“ – ფარგლებში ჩატარდება. პროექტს „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“ აფინანსებს.
ტრენინგი ტარდება შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკკე მეორეს ქუჩა 4, თელავის მედია კაფე.
საკონტაქტო პირი მაია მამულაშვილი 593264533