თელავის უნივერსიტეტის პროფესორი სამეცნიერო მიღწევებისთვის დაჯილდოვდა
სიმაშვილს საპატიო სიგელი, იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ გადასცა.
თენგიზ სიმაშვილი აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული არქივის მასალების საფუძველზე პროფესორს დაწერილი აქვს ნაშრომები ილია ჭავჭავაძის მკვლელობის, რევოლუციური და ტერორისტული ორგანიზაციების, საიდუმლო პოლიციის საქმიანობის, სტალინის ცხოვრების და სხვა ისტორიული მნიშვნელობის საკითხების შესახებ.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, მის მიერ აღმოჩენილი დოკუმენტაციის პოპულარიზაციის მიზნით, საჯარო ლექციებსაც აქტიურად კითხულობს.