ახალი ამბები

თელავში წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქის მერის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 4 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯება. ,,თელავში წყალგაყვანილიობის სისტემის სრული რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის დასრულებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა. სისტემის აღდგენის შემდეგ, თელაველებს მოეხსნებათ წყალთან დაკავშირებული პრობლემები”, – აცხადებს knews.ge-ს თან პლატონ კალმახელიძე.