ანგარიში ხალხს – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი 2015 წელს აჯამებს
ჯამბურიას ინფორმაციით, 2015 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2 მილიონ ნახევარზე მეტი თანხა იხარჯება. მისივე თქმით, წელს სხვადასხვა მიმართულებით პროექტების განსახორციელებლად 25 მილიონ ლარი დაიხარჯა.
კახა ჯამბურიას განმარტებით, 2015 წელს საბავშვო ბაღების და სასმელი წყლის რეაბილიტაცია, შიდა საუბნო გზების მოწყობა და სხვა ინფასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
,,2015 წელს ლაგოდეხში 100- ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელდა, რაზედაც 25 მილიონი ლარი იხარჯება. მათი ნაწილი ამ დრომდე არ დასრულებულა. ეს არის უპრეცენდენტო შესაძლებლობა, რომელიც ლაგოდეხს მიეცა. მოგვარდა ბევრი ისეთი პრობლემის, რომელიც ლაგოდეხის მოსახლეობას წლებია აწუხებდა. რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში სოფელ ლელიანში, კაბალში, ფონაში, ხეჩილში, ვარდისუბანში, ბაისუბანსა და სხვა სოფლებში მოწესრიგდა შიდა გზები, რისთვისაც 176 410 ლარი გამოიყო. სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში კი, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, 15 სოფელში ჩატარდა შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ახლაც მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასასრულდება,”- განუცხადა knews.ge-ს კახა ჯამბურიამ.
გამგებლისვე განცხადებით, ბოლო 2 წლის მანძილზე ლაგოდეხში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. განხორციელდა სხვადასხვა სახის პროექტები, რომელიც პრობლემების მოგვარებისკენ იყო მიმართული.
,,წელს მნიშვნელოვანი პრობლემები მოუგვარდა მოსახლეობას. ლელიანის, აფენისა და გიორგეთის სოფლები მოსახლეობას ბუნებრივი აირით არასოდეს უსარგებლია. წელს ,,სოკარ ჯორჯია გაზის’’ მიერ აღნიშნული სოფლების გაზიფიცირება მოხდა და სამუშაოები უახლოეს ხანში დასრულდება. სხვა დანარჩენი სოფლების გაზიფიცირება კი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ესეც დასრულდება. რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს და სამუშაოებს, სოფელ აფენში აშენდა საბავშვო ბაღი, რომლისთვისაც პირველ ეტაპზე სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 45 359 ლარი, ხოლო მეორე ეტაპზე კი, 48 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ბაღის ასაშენებლად რეგიონული პროექტების ფონდიდან 192 ათას ლარზე მეტი გამოიყო. მუნიციპალიტეტშ სულ 14 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მინდა გითხრატ, რომ ასევე გაფართოვდა არქიმედეს კლინიკა. წელს დაიწყო ქალაქ ლაგოდეხში იუსტიციის სახლის, ხოლო სოფელ კაბალში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა. იუსტიციის სახლის მშენებლობაზე მილიონ ნახევარზე მეტი დაიხარჯება. გარდა ამისა, მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ჯამში 8 მილიონი ლარი ჯდება. სოფლებში გამოიცვლება მოძველებული რეზერვუარები, დამონტაჟდება წყლის გამწმენდი თანამედროვე ფილტრები, აშენდება საქლორატორო. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტი მომარაგდება სასმელი წყლით 24 საათის მანძილზე,’’- განუცხადა Knews.ge-ს კახა ჯამბურიამ.

