ახალი ამბები

იორმუღანლოს თემში პოლიკლინიკის გახსნას ითხოვენ

სოფლების ლამბალოს, ქეშალოს, დუზაგრამას და მუღანლოს მაცხოვრებლები მაჟორიტარი დეპუტატისგან საკითხით დაინტერესებასა და მის შესწავლას ითხოვენ. მოსახლეობის განცხადებით, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა დანიშნულების ადგილამდე მივა ან ავადმყოფს საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანენ, პაციენტი გზაში შეიძლება გარდაიცვალოს კიდეც. კაფარ ჯამალოვი ,,knews.ge”-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში ოჯახის ექიმებიც არ არიან.
,,პოლიკლინიკა რომც იყოს, ექიმები არ არიან. კვირაში ერთი დღე შაბათობით მოდიან საგარეჯოდან და სინჯავენ ხალხს. კონსულტაცია 25 ლარი ღირს. ადგილობრივი ექიმი აქ არ არის, სანამ სასწრაფოს მანქანა მოვა, მანამდე კაცი კვდება, ამის მოგვარებას ვითხოვთ. არც გზები გვაქვს და არც წყალი, მაგრამ ჯანმრთელობაა მთავარი. ამხელა სოფლებში რატომ არ უნდა იყოს პოლიკლინიკა და ექიმი, მთიან სოფლებშც კი ყავთ ოჯახის ექიმები, ჩვენ რა დავაშავეთ. დეპუტატმა მოგვხედოს და ეს საკითხი მოგვიგვაროს. ჩვენი სოფლების ხალხი მარტო არჩევნებზე არ უნდა ვახსენდებოდეთ, ჩვენც გვაქვს პრობლემები მოსაგვარებელი და მოგვხედონ,” – აცხადებს ,knews.ge”-სთან სოფელ ქეშალოს მცხოვრები კაფარ ჯამალოვი.