ახალი ამბები

თელავის თეატრის ფასადის რეკონსტრუციის პროექტის დამუშავება დაიწყო

ქალაქის მერის, პლატონ კალმახელიძეს თქმით, რეკონსტრუქციის ფარგლებში დაგეგმილია თეატრის წინ არსებული მილების დემონტაჟი.
,,ამ დროისთვის რეკონსტრუქციის პროექტის დამუშავება მიმდინარეობს, რომელსაც დასრულების შემდეგ თელაველებს წარვუდგენთ და ვიმსჯელებთ როგორი უნდა იყოს თეატრის იერსახე. დაგეგმილია იმ უსახური მილების მოცილება, რომელიც აუშნოვებს ფასადს. გარდა ამისა, იგეგმება თეატრის წინა ფასადისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა,”– განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.