ახალი ამბები

თელავში 33 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამვლელებმა გომბორის გზაზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

knews.ge-ს ვახტანგ გომელაურის უწყებაში განუცხადეს, რომ ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.