ახალი ამბები

ირმა ინაშვილი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს

ინაშვილის განცხადებით, საგარეჯოში არჩევნებზე უხეშ დარღვევები და გაყალების ფაქტები დაიქსირდა. ირმა ინაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ დახურული სპეცუბნები არის მანკიერი პრაქტიკა. “სიმართლე გითხრათ არ ველოდი, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ არჩევნებს ჩაატარებდა ზუსტა ისე, როგორც ამას ატარებდა მიხეილ სააკაშვილი. რაც ჩვენ არ მოგვწონდა ყველა ის მეთოდი დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოიყენა საგარეჯოს არჩევნებში. არჩევნებში სერიოზული დარღვევებია დაფიქსირებული და ამ ყველაფერს ჩვენ გავაპროტესტებთ სასამართლოს გზითაც და სამართლებრივი გზითაც, მაგრამ არსებობს მესამე გზაც. 12 წლის შემდეგ მე და ჩემი თანამოაზრეები ისევ ვუბრუნდებით რუსთაველის ძეგლს და ისევ ვამაგრებთ საპროტესტო კერას რუსთაველის ძეგლთან ჩვენ ვიწყებთ პერმამენტულ აქციებსაც და ამავდროულად ვგეგმავთ ერთ დიდი აქციას, ეს იქნება დასაწყისი პერმანენტული აქციებისა 8 ნოემბერს”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა. 
ცესკოს წინასწარი შედეგებით, კოალიცია “ქართული ოცნებიდან” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა ირმა ინაშვილს, რომელიც კენჭს იყრიდან პატრიოტთა ალიანსიდან, არჩევნები 559 ხმით მოუგო. 
49+1 უბნის მონაცემებით, ხიდაშელს მხარი დაუჭირა 7540-მა ამომრჩეველმა , რაც 49.5 %-ს შეადგენს. ამომრჩეველთა 45,83 %-მა (6981 ხმა) კი ხმა მისცა ირმა ინაშვილს.