ახალი ამბები

ცხადდება კონკურსი მოსაწავლეებისათვის

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.

მოსწავლეებმა ვახუშტი კოტეტიშვილის მოგონებათა წიგნის, „ჩემი წუთისოფლის“ მიხედვით სამი შემოთავაზებული თხზულებიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი:

 

ხიდი ორ ეპოქას შორის – ვახუშტი კოტეტიშვილი, როგორც მთხრობელი;  

„დიდი ტერორი“ ვახუშტი კოტეტიშვილის ჩემი წუთისოფლის“ მიხედვით;

ერთი ოჯახის ისტორიაროგორც ეპოქის სახე.

 

საკონკურსო ესეები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული სახით  მისამართზე info@writershouse.ge.  ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი – Sylfaen, ზომა – 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას).

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 10 დეკემბერი.

ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება.

დაჯილდოება გაიმართება დეკემბრის ბოლოს მწერალთა სახლში.

გაიცემა სამი პრემია, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან  პლანშეტური კომპიუტერებით.

გამარჯვებული მოსწავლეების მგზავრობას რეგიონებიდან ფინანსურად მწერალთა სახლი უზრუნველყოფს.

ვახუშტი კოტეტიშვილის „ჩემი წუთისოფლის“ ტექსტი ხელმისაწვდომია ამ  ბმულზე: 

http://linkz.ge/file/460571/KOTETISHVILI.pdf.html

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

პროექტი ხორციელდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. 

წყარო: http://writershouse.ge/geo/new/412