48 უბნის მონაცემებით, საგარეჯოს არჩევნებში თამარ ხიდაშელი ლიდერობს
48 საარჩევნო უბნის მონაცემებით, თამარ ხიდაშელმა მიიღო 6967 ხმა, რაც ამომრჩეველთა 48.08%. ირმა ინაშვილს კი 6880-მა მოქალაქემ, ამომრჩეველთა 47.48 %-მა მისცა ხმა. თამარ ხიდაშელმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა იორმუღანლოს თემში, საგარეჯოს დანარჩენ სოფლებში კი ამომრჩევლის უმრავლესობამ მხარი ირმა ინაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გოჩა თევდორაძემ უჯარმის N13 და იორმუღანლოს საარჩევნო უბნებზე არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. თევდორაძის ინფორმაციით, უჯარმის N13 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს ვერ ადგენენ, რადგან მონაცემების დაბალანსებას ვერ ახერხებენ. მისივე თქმით, მუხროვანის სპეცუბანზე საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა ორით მეტი ბიულეტენი, რაც აღნიშნულ უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმების საფუძველს ქმნის.

