დავით ზურაბიშვილი: არჩევნებში თამარ ხიდაშელმა გაიმარჯვა
ზურაბიშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს:
„დასრულდა არჩევნები საგარეჯოში. დასრულდა იგი კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატის, თამარ ხიდაშელის გამარჯვებით!
აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებში ირმა ინაშვილს შანსი არ ჰქონდა თამარ ხიდაშელის წინააღმდეგ, რადგან აგრესიულობას და შეუწყნარებლობას არასდროს არა აქვს შანსი პროფესიონალიზმთან და კომპეტენტურობასთან, ხოლო მითები და ლეგენდები რესპუბლიკელთა განსაკუთრებულ არაპოპულარობასა და ირმა ინაშვილის სახალხო პოპულარობაზე რომ მხოლოდ პარტიული აქტივისტების გავრცელებული ჭორია, კიდევ ერთხელ დადასტურდა. გილოცავ თამარ და ასევე ვულოცავ საქართველოს პარლამენტს კვალიფიციური წევრის მატებას!“

