ახალი ამბები

არჩევნების ბედი, შესაძლოა, ერთი ამომრჩეველის ხმამ გადაწყვიტოს

ინაშვილის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ 18 უბნის მონაცემებით, მათი კანდიდატი ლიდერობს, თუმცა სახელისუფლო კანდიდატის თამარ ხიდაშელის შტაბი საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს. 

ცესკოს მონაცემებით, ამ დრომდე ხმის დათვლის პროცესი არ დასრულებულა, 

„უბნებს შორის  ხმათა იმდენად მცირე განსხვავებაა, ვიდრე ბოლო უბანს არ დავითვლით, რთულია,  ვისაუბროთ ვინმეს გამარჯვებაზე. ზოგ უბანზე ინაშვილია წინ, ზოგან ხიდაშელი. შესაძლოა არჩევნების ბედი ერთი ამომრჩეველის ხმამ გადაწყვიტოს.“- განუცხადა knews.ge – ს  ინფორმირებულმა წყარომ.