ახალი ამბები

საოლქოს მონაცემებით, საგარეჯოს 20 უბანზე 58%-ით ირმა ინაშვილი ლიდერობს

საგარეჯოს N11 საოლქო საარჩევნო კომისიამ 20 უბნის მონაცემები უკვე დაითვალა. წინასწარი ინფორმაციით, საგარეჯოში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 58%-ით ირმა ინაშვილი ლიდერობს, ხოლო თამარ ხიდაშელს კი ამომრჩეველთა ხმების 38% აქვს მიღებული. კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი ძირითადად სოფელ იორმუღანლოს საარჩევნო უბნებს იგებს დიდი უპირატესობით. დანარჩენ სოფლებში ირმა ინაშვილი იმარჯვებს. 
“თამარ ხიდაშელმა 1921, ხოლო ირმა ინაშვილმა 2978 ხმა მიიღო. ჯერჯერობით დათვლილია 20 საარჩევნო უბნის მონაცემები. 25 უბანზე ხმების დათვლის პროცესი გრძელდება”, – განუცხადა Knews.ge-ს საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მანანა ბარიხაშვილმა.