ახალი ამბები

„ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენელი იორმუღანლოს საარჩევნო უბანზე შეიჭრა“

მისი განცახდებით, ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენელი, მუბარიზ მამედოვი სოფელ იორმუღანლოს #47-ე კენჭისყრის შენობაში შეიჭრა, ყვიროდა და საუბნო საარჩევნო კომისიას მუშაობაში ხელს უშლიდა. 
„ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენელი იორმუღანლოს საარჩევნო უბანზე შეიჭრა. ეს არის იორმუღანლოს თემში შემავალი სოფელ ზემო თულარის 47-ე საარჩევნო უბანი. მუბარიზ მამედოვმა, რომელიც დარეგისტრირებულია დამკვირვებელი არასამტავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა ახალი ინიციატივიდან“, სცადა საარჩევნო დოკუმენტაციის არევა. ის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს უყვიროდა, თუმცა მან მითითების შემდეგ უბანი დატოვა. ინციდენტი მოხდა დაახლოებით 09:40 საათზე”, – განუცხადა knews.ge-ს თამარ ხიდაშელმა.